ლოჯისტიკის და სამეურნეო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის და სამეურნეო სპეციალისტი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: 40 (ორმოცი) საათი კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სათავო ოფისისა და სერვის ცენტრების მომარაგება საჭირო ინვენტარითა და საკანცელარიო მასალებით;
** საჭიროების შემთხვევაში, დასაწყობებული ინვენტარისა და მასალების აღრიცხვა და მარაგების კონტროლი;
** კომპანიის სათავო ოფისისა და სერვის ცენტრების სამეურნეო საქმიანობის კუთხით მხარდაჭერა - საოფისე ინვენტარის მოწესრიგება, ელ-გაყვანილობისა და სანტექნიკის მარტივი დაზიანებების შეკეთება. რთული დაზიანების შემთხვევაში, სპეციალისტების გამოძახება და პროცესის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშგებების მომზადება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ტექნიკური მიმართულებით.
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დამატებითი მოთხოვნები:

** აუცილებელია, მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** აუცილებელია, საკუთარი ავტომობილი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 20 ივნისამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ლოჯისტიკის და სამეურნეო სპეციალისტი.

გრინვეი - არა დისკრიმინაციას!

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე