1C-ის უმცროსი ანალიტიკოსი/პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C-ის უმცროსი ანალიტიკოსი/პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: I Know
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "აი ნოუ" აცხადებს ვაკანსიას 1C-ის უმცროსი ანალიტიკოსის/პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 7
პირობები: სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
გამოსაცდელი ვადა - 2 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება
** 1C-ის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო/სადიაგნოსტიკო მომსახურების გაწევა
** პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის (დამატებითი ფუნქციის) შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება
** კლიენტის საქმიანობის დეტალური გაცნობა და სპეციალისტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება და დამუშავება
** კლიენტის უჩვეულო ოპერაციების იდენტიფიცირება, ასევე რთული კომპლექსური ოპერაციების ანალიზი და მათი რისკების გამოვლენა/განხილვა
** პროექტის ანალიტიკური მიმოხილვა, კლიენტთან სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა და დაგეგმილი სამუშაოების კონტროლი
** პროექტის მოდიფიკაციების მართვა (Scope, Cost, Time). დროული რეაგირება სამუშაო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების უზრუნველყოფა
** პროექტის საბოლოო ხარისხის შეფასება და განხილვა სამუშაო გუნდთან
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით
** სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიენტების მომსახურების სფეროსა და/ან 1C-ის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფაში
** სავალდებულოა რუსული/ინგლისური ენის ცოდნა
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@iknow.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ 1C-ის უმცროსი ანალიტიკოსი/პროექტის მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.06.2019.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე