1C სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C სპეციალისტი
მომწოდებელი: I Know
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "აი ნოუ" აცხადებს ვაკანსიას 1C-ის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 7
პირობები: სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
გამოსაცდელი ვადა - 2 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება
** 1C-ის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო/სადიაგნოსტიკო მომსახურების გაწევა
** მიღებული მომართვების შესახებ ანგარიშგების წარდგენა
** პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება
** პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის ფუნქციონალის ტესტირება

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიენტების მომსახურების სფეროსა და/ან 1C-ის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფაში
** რუსული/ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@iknow.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ 1C-ის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.06.2019.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე