ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი), 10:00-14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

* თუ კანდიდატს გააჩნია 1 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტად მუშაობის ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრება 800 ლარიდან ზემოთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (MS Office);
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** სასურველია საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ბანკში ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
** სესხის პროექტის შედგენა და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება/რეგისტრაცია;
** სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;

პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი". შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე