მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მრეცხავი
მომწოდებელი: ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"Holiday Inn" არის "Intercontinental Hotels Group"-ის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მსოფლიოში ოთახების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი სასტუმროთა ჯგუფია. "Holiday Inn Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მრეცხავი
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
პასუხისმგებელია: სამრეცხაოს ცვლის უფროსის/სამრეცხაოს ზედამხედველის/სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის/სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის მიმართ.

სამუშაოს მიზანი:

მრეცხავი აქტიურად უნდა მუშაობდეს დეპარტამენტში ინდივიდუალური პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. პასუხისმგებელია გარეცხოს ჭურჭელი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

** იყოს მეგობრული, კომუნიკაბელური და დადებითად განწყობილი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ;
** არ უნდა აგვიანებდეს სამსახურში და ეცვას სასტუმრო "სტამბის" სტანდარტების შესაბამისად;
** ევალება სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰიგიენასა და სისუფთავეზე;
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების შესახებ;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@hi-tbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე