ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: King David
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
მრავალფუნქციური კომპლექსი "King David"-ი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა, დაარქივება, აღრიცხვა და კონტროლი;
** კომპანიის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
** ხელმძღვანელისთვის ანგარიშების მიწოდება;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
** პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** პროექტების მართვის სისტემაში მუშაობა;
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება;
** კონტროლი გაუწიოს და ხელი შეუწყოს ოფისის გამართულ მუშაობას;
** ოფისის აუცილებელი ნივთებით მომარაგება/კონტროლი;
** დირექტორის ყოველდღიური დავალებების შესრულება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით: 800-1000 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: l.kordzadze@kdr.ge და მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე