ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 62 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

სამუშაო მოვალეობებია:

** facebook-სა და Instagram-ზე შემოსული მომხმარებლების შეტყობინებების გაცნობა და შესაბამისი წერილობითი დახმარების გაწევა ოპერატიულად;
** ეფექტური ინტერაქციული ონლაინ კავშირის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის მოთხოვნილებების შესწავლა და მარკეტინგის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** კომპანიის მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სოციალური გვერდების სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის სოციალური მედიის მენეჯერთან ერთად.

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
** გამოცდილება ოპერატორად მუშაობის ჩაითვლება უპირატესობად;
** ენების ცოდნა (ინგლისური; რუსული);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word; PowerPoint);

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობა

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მეილზე: vacancy@biblusi.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2019 წლის 3 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე