დასუფთავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის თანამდებობაზე.

მუშაობის გამოცდილება: 3 წელი და მეტი
სრული დასაქმება, სრული დღე

მოვალეობები:

** სასტუმროს სამეურნეო სამსახურის ზოგადი ხელმძღვანელობა;
** პერსონალის რიცხვობრიობის, სტრუქტურის ოპტიმიზაცია და გაწესება საწარმოო საჭიროების მიხედვით;
** მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** ნომრების, საზოგადოებრივი ფართებისა და ოფისების გენერალური დასუფთავების განხორციელების კონტროლი;
** თეთრეულის, უნიფორმების, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების, სახარჯი მასალების და სხვა სასტუმრო ქონების ინვენტარიზაციისა და დროული შეკვეთის პროცესების კოორდინირება;
** ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და ფინანსური ანგარიშგება;
** მარკეტინგული კვლევების (დასუფთავების ახალი მოწყობილობების, საწმენდი საშუალებების, ახალი მეთოდების და სხვა) ჩატარება;
** პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება;
** შიდა პროცედურების, ჩეკ-ლისტების სტანდარტების დანერგვა;
** მიმდებარე ტერიტორიის მოვლის ორგანიზება;
** მომწოდებლებთან მუშაობა (ტენდერების ჩატარება, კომერციული წინადადებების ანალიზი, ანგარიშების მონიტორინგი).

მოთხოვნები:

** განათლება- უმაღლესი;
** 4*- 5* სასტუმროებში არანაკლებ 60 ნომრიან ფონდთან housekeeping manager-ის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი და დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის დაგეგმვის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (დონე upper-intermediate),
** PMS (Fidelio)-ს ცოდნა განიხილება, როგორც უპირატესობა,
** გადაწყვეტილებების მიღების და მათზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.

პირობები:

** ოფიციალური დასაქმება საქართველოს შ.კ. შესაბამისად;
** სამუშაო გრაფიკი 5/2;
** სტაბილური ხელფასი;
** საშეღავათო კვება;
** პროფესიონალური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ხელფასი - გასაუბრების შედეგების მიხედვით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: development.txt@gmail.com
ტელ: + 995 599 038 580 ოლგა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე