დასუფთავების ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების ზედამხედველი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების ზედამხედველის თანამდებობაზე.

მუშაობის გამოცდილება: 1 წელი და მეტი
სრული დასაქმება, სრული დღე

მოვალეობები:

** სამეურნეო განყოფილების ყველა ქვედანაყოფისთვის სამუშაო დავალებების შედგენა;
** განაწილებული დავალებების დროული შესრულების კოორდინირება;
** სასტუმროს თანამშრომლებისა და სტუმრებისგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და გასანაწილებლად აუცილებელი ზომების მიღება;
** შეკვეთილი ფართების დასუფთავების ორგანიზების ხელშეწყობა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** სასტუმროს ნომრებისა და სხვა ფართების დასუფთავების ხარისხის შემოწმება,
** სახარჯი მასალების, საწმენდი საშუალებების, საკანცელარიო საქონლის, საწოლის თეთრეულის და ა.შ. აღრიცხვის წარმოება და შედეგებისა და ნებისმიერი დანაკლისების შესახებ ინფორმაციის სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელისთვის მიწოდება, ეკონომიისა და ოპტიმიზაციის ზომების შეთავაზება;
** შესაბამის შემთხვევებში ბრენდის ყველა მინიმალური სტანდარტის, ასევე დამატებითი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
** სასტუმროში თეთრეულის რეცხვის ბრუნვის შემოწმება;
** ნომრების, საზოგადოებრივი და ოფისების გენერალური დასუფთავების განხორციელების კონტროლი;
** თეთრეულის, უნიფორმების, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების, სახარჯი მასალების და სხვა სასტუმრო ქონების ინვენტარიზაციისა და დროული შეკვეთის პროცესების კოორდინირება.

მოთხოვნები:

** განათლება- საშუალო-სპეციალური ან უმაღლესი;
** 4*- 5* სასტუმროებში არანაკლებ 60-ნომრიან ფონდთან housekeeping supervisor-ის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი და დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის დაგეგმვის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** PMS (Fidelio)-ს ცოდნა განიხილება, როგორც უპირატესობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** ოფიციალური დასაქმება საქართველოს შ.კ. შესაბამისად;
** სამუშაო გრაფიკი 5/2;
** სტაბილური ხელფასი;
** საშეღავათო კვება;
** პროფესიონალური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ხელფასი - გასაუბრების შედეგების მიხედვით

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: development.txt@gmail.com
ტელ: + 995 599 038 580 ოლგა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე