ბრენდებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-მდე პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები, საბურავები და სერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანები.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქალაქგარეთ - წიწამურში;
** ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილამდე და უკან ქალაქში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
** სასიამოვნო ადამიანებთან, მეგობრულ გარემოში გუნდური მუშაობის შესაძლებლობას.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ფუნქციები:

** ბაზრის კვლევა - არსებული და ახალი საბურავების ბრენდების მიმართ ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი ბიზნეს სტრატეგიის განსაზღვრა;
** საბურავების ახალ, პრემიუმ ხარისხის ბრენდებთან მოლაპარაკების წარმოება;
** საბურავების მომწოდებლებთან პირობებზე შეთანხმება;
** დოკუმენტაციის მომზადება შესყიდვების სამსახურისთვის საბოლოო ხელშეკრულების გასაფორმებლად;
** არსებულ ბრენდებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ხელშეკრულებების მუდმივი კონტროლი და განახლების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საბურავების ბაზრის და სპეციფიკის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარი;
** კრეატიული აზროვნება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office@vakomotors.com.ge 25 ივნისის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "ბრენდებთან ურთიერთობის მენეჯერი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე