სესხის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე - მუხრანის სერვის ცენტრებში.

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** განთავსების ადგილზე კრისტალის ბრენდის და პროდუქტების რეკლამირება;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** კლიენტის ფინანსური და სოციალური ინფორმაციის მოპოვება;
** მიღებული ინფორმაციის შედეგად სპეციალური ფორმის შევსება და საკრედიტო ანალიტიკოსისათვის გადაგზავნა;
** კომპეტენციის ფარგლებში სესხის დამტკიცება სკორინგის მეშვეობით;
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** დაფინანსებული ბიზნესების შემდგომი მეთვალყურეობა და კონტროლი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ ბიზნესებთან განსაკუთრებული მუშაობა;
** სასესხო და სესხთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება რაც რეგულირდება შიდა პროცედურებით;
** სასესხო და სესხთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმება კლიენტებთან;
** ​კლიენტისათვის ინფორმაციის ნათლად მიწოდება;
** კლიენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმართვა;
** ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე;
** საჭიროების შემთხვევაში სესხის თანხის ადგილზე გაცემა.

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე;

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 26 ივნისამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. კრისტალი გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე