PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: ლისა ბილდინგი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შპს "ლისა ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
** ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, YouTube);
** კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება;
** სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა;
** ბაზრის კვლევა (კონკურენტები, ფასები და ა.შ.);
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** ახალი იდეების დანერგვა კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ინტერნეტი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების შემდეგ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lisabuilding2017@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე