ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: ლექსუს თბილისი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"ლექსუსი" იაპონური საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1989 წლიდან აწარმოებს პრემიუმ კლასის ავტომობილებს და დღესდღეობით წარმოდგენილია მსოფლიოს სამოცდაათამდე ქვეყანაში.

"ლექსუსის" ბრენდი საქართველოში წარმატებით ოპერირებს 2018 წლის ოქტომბრიდან და მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაზე.

პროგრამის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საავტომობილო სერვისის მიმართულებით

დეპარტამენტი: გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: "ლექსუს თბილისი", აღმაშენებლის ხეივანი #160
სამუშაო გრაფიკი: არასრული
ყოველთვიური ანაზღაურება: 500 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადების გარეშე)

სტაჟირების პროგრამა ხორციელდება გაყიდვების შემდგომი მომსახურების, კონკრეტულად, საავტომობილო სერვისის დეპარტამენტში და გულისხმობს სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას პროფესიონალი ტექნიკოსების მიერ ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ელექტრო-ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები.

სტაჟირების პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს ეძლევათ საშუალება გაიარონ "ტოიოტას" სერტიფიცირებული კურსები და მიიღონ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საავტომობილო სფეროთი და გააჩნიათ ელექტრო-ინჟინერიის/მექანიკური ინჟინერიის საბაზისო ცოდნა ან პრაქტიკა შესაბამისი მიმართულებით.

დაინტერესებულ პირებს რეზიუმეს გამოგზავნა შეუძლიათ ელფოსტაზე: hr@lexus-tbilisi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 16 ივლისისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "სტაჟირების პროგრამა".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე