ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
კომპანია "ფუდსერვისი" საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: ორხევის დასახლება თ. ჩანტლაძის 40
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00, დასვენება: შაბათი-კვირა

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** სხვადასხვა სახის ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ბიუჯეტირებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვა/კონტროლი
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისთვის და შესაბამისი გარე სტრუქტურებისთვის;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური განხრით)
** აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ძირითადი ბუღალტრული გატარებების და პრინციპების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება,
** შრომისმოყვარეობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gfs.ge 2019 წლის 25 ივნისამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე