სასწავლო პროექტების მენეჯერი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროექტების მენეჯერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"ევროპის აკადემიურ ცენტრი" დაასაქმებს სტაჟიორს სასწავლო პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დასახული ამოცანის ანალიზი და პროექტების მიზნების დასახვა
** სასწავლო პროექტის დაგეგმარება, ვადების დადგენა, სპეციფიკაციის შედგენა
** სასწავლო პროექტის დოკუმენტაციის მართვა
** სასწავლო პროექტის მსვლელობის მონიტორინგი
** სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება
** სასწავლო პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
** პრეზენტაციების ჩატარება
** სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ (ან მსგავს) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა, მათ შორის აღნიშნულ ენაზე დოკუმენტაციის მომზადების უნარ-ჩვევები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის Excel და PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მქონე
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური/კეთილგანწყობილი;
** შრომისმოყვარე, აქტიური
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარის მქონე.

სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: centrikostava@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: "სტაჟიორი - სასწავლო პროექტების მართვის მენეჯერი".

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ: (422) 293 293, 592 700066, 599 334700

CV-ს (შესაბამისად აპლიკაციის შევსებისას) გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ევროპის აკადემიურმა ცენტრმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "ევროპის აკადემიური ცენტრი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე