მცირე და საშუალო სესხების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცირე და საშუალო სესხების ექსპერტი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო სესხების ექსპერტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მცხეთა.

ძირითადი ფუნქციები:

** პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა: კლიენტების მოძიება, ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა-ანალიზი, სესხის პროექტის დამუშავება და რისკების დეპარტამენტთან ერთად სესხის პროექტის განხილვა; საკრედიტო კომიტეტზე პროექტის წარდგენა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა - ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარების ორგანიზება;
** საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;
** ბანკში, ბიზნეს სესხებზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

** ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა. ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
** გაყიდვების ეფექტური წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე