პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Myphone
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
შპს "მაიფონი" არის საქართველოში არსებული პირველი VOIP სატელეფონო კომპანია, რომელიც ოპერირებს ბაზარზე უკვე 10 წელია და დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანია "მაიფონი" ყოველდღიურად ახორციელებს ხარისხის შემოწმებას და ახდენს მსხვილ ინვესტირებას, რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებლები იღებენ მაღალი ხარისხის პროფესიონალურ მომსახურებას და თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებთან.

კომპანია "მაიფონი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ​ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის გეგმის შედგენა, დოკუმენტაციის წარმოება და ვადების დადგენა;
** მარკეტინგული აქტივობების მიხედვით პროექტის სრული ციკლის შესრულება;
** პროექტის ბიუჯეტირება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება.

განაკვეთი: სრული

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებული პირები გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია https://myphonepj.typeform.com/to/yH82EB

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე