ოციალური მედიის კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოციალური მედიის კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუსრუმი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი, ახალი ამბების სააგენტო "ნიუსრუმი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

"ნიუსრუმი" არის მულტიმედია ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ისეთ სანდო და პოპულარულ ვებპორტალებს, როგორიც არის: ambebi.ge, ipn.ge, palitravideo.ge, bpn.ge, kvirispalitra.ge, sportall.ge და სხვა. ინტეგრირებული ნიუსრუმის გამართულ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა გუნდი.

მოვალეობები:

** ნიუსრუმის ვებგვერდებისთვის კონტენტის შექმნა;
** ვიდეო, ფოტო და ტექსტური კონტენტის დაგეგმვა და წარმოება სოც ქსელებისთის;
** გვერდების განვითარებაზე და ინტერაქტიულობაზე მუდმივი ზრუნვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მედია ორგანიზაციაში სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სამონტაჟო პროგრამის ცოდნა;
** Adobe photoshop-ის ან ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე: 09:30-18:00
** ადგილმდებარეობა: იოსებიძის #49

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე