ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: საქენერგორემონტი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
ს.ს. "საქენერგორემონტი" (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე ხარიხის კონტროლი
** მშენებლობის პროცესში აქტიურად ჩართულობა
** დამკვეთის და ზედამხედველის წარმომადგენლებთან ურთიერთობა
** სამუშაოების ინსპექტირებაზე დამკვეთის და ზედამხედველის მოწვევა
** პროექტით დადგენილი სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და სამუშაო ჯგუფებისთვის ტექნიკური პირობების გაცნობა
** საშემსრულებლო დოკუმენტების კონტროლი
** ​რეპორტინგი
** ქვეკონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების ზედამხედველობა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში
** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** გზის მშენებლების, რკინა ბეტონისა და მიწის სამუშაოებზე ხარისხის კონტროლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროექტის დოკუმენტაციასთან და ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

უნარები:

** მოლაპარაკების უნარი
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები
** გუნდის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვა
** ორგანიზებულობა და დისციპლინა
** სამუშაოს ორგანიზება
** პრობლემის გადაწყვეტა
** სტრესის მართვა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@edg.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 10 ივლისი 2019 წ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "საქენერგორემონტმა"დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე