ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს დაარსდა და აგერ უკვე 25 წელია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის როგორც შინაარსობრივი, ასვე სტრუქტურული მხარე მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩვენთან დასაქმებას.

სკოლა აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას შემდეგი პირობებით:

სამუშაო პირობები:

** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (საბურთალო, თოფურიას #2)
** სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 სექტემბერი 2019წ. ივლისში ორკვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.
** სამუშაო განაკვეთი: არასრული.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
** ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, ხარჯების და შემოსავლების დარიცხვა;
** დებიტორ/კრედიტორების ანალიზი და კონტროლი, ამონაწერების და შედარებების კეთება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ინტერნეტბანკში ყოველდღიური საგადახდო დავალებების შექმნა, საბანკო ამონაწერის სისტემაში შეყვანა/დამუშავება;
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი;
** საქმიანობასთნ დაკავშირებული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი.

სამუშაო გამოცდილება:

** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე (სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინტერნეტბანკთან და პროგრამა "ORIS"-ში მუშაობის გამოცდილება;

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** პროგრამა "ORIS"-ის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსი ცოდნა;
** IFFR სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა - MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი;

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

შერჩევის მეთოდი:

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: waldorfschule@waldorfschule.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე