სასტუმროს ადმინისტრატორი, სასტუმროს დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი, სასტუმროს დამლაგებელი
მომწოდებელი: VD Capital
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
Villa Dzara Capital სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც მოიცავს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა თაღლაურა, მაჭახელა, სამიკიტნო, Café de Paris, Dolcelato, Pizzeria Fiorinno, Billy Burker`s Irish Pub,
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.vdcapital.ge/home
"VD Capital"-ის ჯგუფს ემატება სასტუმრო "ათონელი" ახლად გახსნილ ორბელიანის მოედანზე, ფხოვის ქ.#2 და აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობზე:

ადმინისტრატორი

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი და უკონფლიქტო

გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი მორიგეობა

დამლაგებელი

მოთხოვნები და მოვალეობები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სტუმრების ოთახების დალაგება და მათი სტუმრების მისაღებად გამზადება
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** მოწესრიგებული, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ივლისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: atonelihotel@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე