სასტუმროს ვაკანსიები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ვაკანსიები
მომწოდებელი: Key Management Solutions
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "Key Management Solutions | KMS Georgia"- საერთაშორისო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დაკვეთით, გთავაზობთ დასაქმებას თბილისში სასტუმროს მომსახურების სფეროში, კერძოდ: მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის და დამლაგებლის პოზიციებზე, მოქნილი გრაფიკით და საათობრივი ანაზღაურებით.

თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გსურთ სასტუმროს სფეროში დასაქმება და განვითარება, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ უდიდესი გამოცდილება, გქონდეთ კარიერული ზრდა და რაც მთავარია დაწინაურების რეალური პერსპექტივა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** კომუნიკაბელური, ენერგიული და თავაზიანი
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი
** მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად ელ. ფოსტაზე: m.telia@kmsgeorgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე