კონკურსი ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად
მომწოდებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ტრენინგის შესახებ:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს მიღებას შიდა ქართლში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგში მონაწილეობაზე.

ტრენინგი შეეხება ღია მონაცემების მოპოვებას და დამუშავებას (მეწარმეთა რეესტრი, პოლიტიკური შემოწირულობები, სახელმწიფო შესყიდვები, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ონლაინ რესურსების მიმოხილვა და გამოყენება).

ტრენინგს გაუძღვება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ლაშა სენაშვილი.
ტრენინგი ჩატარდება 28 ივნისს, ქალაქ გორში.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე jobs@transparency.ge უნდა გამოგზავნოს CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

გთხოვთ, განაცხადის სახელწოდებაში მიუთითოთ "ტრენინგში მონაწილეობა".

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ივნისი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე