ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
მთავარი ექიმი

თუ თქვენ:

გაქვთ უმაღლესი სამედიცინო განათლება და მოქმედი სერტიფიკატი შემდეგ სპეციალობებში:

ნევროლოგია, კარდიოლოგია, რევმატოლოგია, ორთოპედია ან ტრავმატოლოგია, ასევე გაქვთ მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება, თუ მზად ხართ გაიაროთ 3 კვირიანი გადაზადება უკრაინაში, თუ იზიარებთ და ხართ მომხმარებელზე ორიენტირებული; თუ მზად ხართ პასუხისმგებლობა აიღოთ ექიმი-რეაბილიტოლოგების მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობაზე; გსურთ მუდმივად დაინახოთ თქვენი მუშაობის კარგი შედეგი,

რა უნდა გააკეთოთ ამისათვის:

** განახორციელოთ კონსულტაცია პაციენტებისათვის;
** შეაფასოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა, კლინიკური სურათი, დასვათ დიაგნოზი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
** გასცეთ შრომითი და სამკურნალო რეკომენდაციები, შეიმუშავოთ ინდივიდუალური გამაჯანსაღებელი პროგრამა, განახორციელოთ მკურნალობის პროცესის შეფასება დინამიკაში; ჩაატაროთ გეგმიური კონსულტაციები, განახორციელოთ მონიტორინგი და დააკორექტიროთ მკურნალობის პროცესი; აკონტროლოთ დარბაზში ექიმი-რეაბილიტოლოგების მუშაობის პროცესი ვარჯიშის დროს; ექიმი-რეაბილიტოლოგების ეფექტიანობის მართვა, მეთოდური სამუშაოს შესრულება, პერსონალთან ოპერატიული და მჭიდრო თანამშრომლობა; სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა პაციენტთა დაფინანსების კუთხით; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მართვა; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო ცენტრში მეგობრულ გარემოში მუშაობას;
** შრომის კომფორტულ პირობებს;
** კინეზო თერაპიის კუთხით კვალიფიკაციის ამაღლებას კომპანიის ანაზღაურების ხარჯზე; შრომის ღირსეულ ანაზღაურებას (შეთანხმდება გასაუბრებისას)

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kulikovaanna@inbox.ru ან დაგვირეკეთ: 995 574 88 32 60 კულიკოვა ანნა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე