ინსტრუქტორი ინგლისურენოვან ბანაკში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტრუქტორი ინგლისურენოვან ბანაკში
მომწოდებელი: ბიბისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
BBC ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინსტრუქტორი- ინგლისურენოვან ბანაკში ბაკურიანში.

პერიოდი: 1-13 ივლისი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პასუხისმგებლობა;
** მობილიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ასაკი: 25 - 40 წელი

ძირითადი მოვალეობები:

** ბანაკის პროგრამის და შინაგანაწესის ცოდნა;
** ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
** ბანაკის პროგრამისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელება;
** ტრეინინგების ჩატარება;
** ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება (მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე), ზედამხედველობა, მონიტორინგი და ნაკადის ბოლოს ბანაკის საწყობის უფროსისათვის მისი დაბრუნება;
** ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;
** ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
** ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა და ჯგუფში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;
** ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებზე დასწრება;
** ჯგუფის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
** ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება;
** სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
** საკუთარ ჯგუფში ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის უზრუნველყოფა;
** ბანაკის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება და მედიკამენტის გაცემისაგან თავის შეკავება ექიმის ნებართვის გარეშე;
** უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და მეგობრულ გარემოს;
** სასტუმრო სამჯერადი კვებით;
** სპეციალურ ტრეინინგებს;
** ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი შემდეგ მისამართზე: info@british.ge

http://www.british.ge
მისამართი: მიცკევიჩის 27ბ; გლდანი, ვეკუას #22
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე