საგრანტო კონკურსი - სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგრანტო კონკურსი - სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
თანდართული ფაილი: 221745_csrdg_8096252.zip
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის თემაზე "სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა".

კონკურსი ცხადდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

საგრანტო კონკურსის მიზანია, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფციის პოპულარიცაზია და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას.

კონკურსის ამოცანაა, სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად განხორციელებული ინიციატივების მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ან მათ კოალიციებს.

წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომლექტებულია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და მოწვეული ექსპერტებით.

საგრანტო კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:

დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com ან დაგვირეკოთ ტელეფონზე: 032 2 39 90 19

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 18 ივლისი - 18:00 საათი.

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე