ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Maxela
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
სასტუმრო "Maxela" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
** მკაფიო და გამართული მეტყველება;
** გაწონასწორებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში შემოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა;
** სასტუმროს ნომრის დაჯავშნის სწორი მენეჯმენტით წარმოება, ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი.;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

ანაზღაურება: 500 ლარი
მისამართი: თბილისი, საბურთალო, შარტავას ქ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე, ფოტოსთან ერთად, ელფოსტაზე: info@maxelahotel.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახლება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე