Python დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Python დეველოპერი
მომწოდებელი: ნიუსრუმი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"პალიტრა მედია ჰოლდინგის"-ს წევრი, ახალი ამბების სააგენტო "ნიუსრუმი" აცხადებს ვაკანსიას Python დეველოპერის პოზიციაზე.

"ნიუსრუმი" არის მულტიმედია ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ისეთ სანდო და პოპულარულ ვებპორტალებს, როგორიც არის: ambebi.ge, ipn.ge, palitravideo.ge, bpn.ge, kvirispalitra.ge, sportall.ge და სხვა. ინტეგრირებული ნიუსრუმის გამართულ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა გუნდი.

მოვალეობები:

** არსებული ვებ გვერდების განვითარება, ოპტიმიზირება და არსებული ხარვეზების გამოსწორება;
** ახალი პროექტების დაგეგმვა;
** ახალი ტექნოლოგიების მოძიება და პროექტებში დანერგვა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება Python/Django დეველოპერის პოზიციაზე;
** Python პროგრამირების ენის ცოდნა;
** OOP კონცეპტების ცოდნა;
** Django framework-ის ცოდნა;
** javascript და vue.js -ის framework-ს ცოდნა;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება Django ORM-ის გამოყენებით (MySQL);
** სასურველია რომელიმე მიკრო ვებ framework-ის ცოდნა (sanic, flask, falcon...);
** უპირატესობად ჩაითვლება NoSQL ტიპის მონაცემთა ბაზა mongodb-თან მუშაობის გამოცდილება და query language-ის ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი :09:30-18:00 სთ
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. # 49

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე