საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: ბაუმარკეტი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"ბაუმარკეტი", პირველი სამშენებლო და სარემონტო მარკეტი რუსთავში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობის მიღება პროდუქციის დატვირთვა-დაცლაში და სხვა სასაწყობე სამუშაოებში;
** პროდუქციის დალაგება კატეგორიების გათვალისწინებით;
** საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@baumarket.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის დამხმარე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე