ჯგუფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
"ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას: ჯგუფის მენეჯერი

მდებარეობა: თბილისი
კატეგორიები: გაყიდვები სამედიცინო მენეჯმენტი
ქვეკატეგორიები: ჯგუფის მენეჯერი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სტომატოლოგიური ან სამედიცინო განათლება
** სტომატოლოგიური მიმართულებით ჯგუფის ხელმძღვანელის ან სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** ​ლიდერული უნარები
** გაყიდვების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ორგანიზებულობა, სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვისა და გაყიდვების ანალიზის უნარი
** სიახლეებთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდის მართვა, გაყიდვების სტიმულირება, კონკურენტების და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება
** ორმაგი და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება თბილისსა და რეგიონებში
** ექიმებთან, კლინიკებთან და აფთიაქებთან ლოიალობის მოპოვება და ამაღლება, მათთან ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა
** ახალი ექიმების მოძიება
** რეგულარული რეპორტინგი
** სამედიცინო წარმომადგენლების მუშაობის შეფასება და მათ პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა
** კომპანიის და პროდუქციის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა
** ახალი აქტივობების დაგეგმვა

კანდიდატს ვთავაზობთ მზარდ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას, დამატებით ბენეფიტებს - სატრანსპორტო ხარჯებს და სოციალურ პაკეტს( ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ხარჯი). ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.

დანტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: ჯგუფის მენეჯერი.

განიხილებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე