სამშენებლო ხარჯების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ხარჯების მენეჯერი
მომწოდებელი: LMC
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია "ელემსი"-ს გუნდი ეძებს სამშენებლო ხარჯების მენეჯერს.

კომპანია "ელემსი" სამშენებლო პროქტების მენეჯმენტს 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს და გუნდი სრულად დაკომპლექტებილია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებით. ჩვენ გვაერთიანებს მიზანი უკეთესი შენობა-ნაგებობების მშენებლობის პრეცენდეტებით, შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრეაციული თუ სხვა გარემო. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

ამ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი პროექტის ხარჯთაღრიცხვაზე პროექტის წინასამშენებლო და სამშენებლო ეტაპებზე. კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

ძირითადი ფუნქციები:

** პროექტის წინასამშენებლო და სამშენებლო ეტაპებზე ხარჯთაღრიცხვის შემუშავება
** ტენდერისთვის დეტალური სამუშაოების მოცულობების დადგენის ზედამხედველობა
** ტენდერის პროცესის მართვა, შედეგების განხილვა/გაანალიზება და პროექტის მენეჯერთან ერთად დამკვეთისთვის რეკომენდაციის მომზადება
** როგორც პროექტის ხარჯების მთავარმა ზედამხედველმა, უზრუნველყოს, რომ პროექტი დარჩეს ბიუჯეტის ფარგლებში მთელი საპროექტო და სამშენებლო ეტაპის პერიოდში.
** შუალედური გადახდების შეფასება
** გააანალიზოს და შეაჯეროს სამუშაოთა მოცულობების, ფასების და ხარჯების მონაცემების გაანალიზება და შეჯერება
** ფულადი სახსრების ნაკადების ანგარიშების მომზადება, განხილვა და განახლება
** ქვეკონტრაქტორების/გენერალური კონტრაქტორების გადახდის სერტიფიკატების განხილვა და შეფასება
** დამკვეთთან, პროექტის მენეჯერთან, კონტრაქტის მენეჯრთან, პროექტისა და მშენებლობის ჯგუფთან ერთად ბიუჯეტის ცვლილებების შეფასება/შეთანხმება.
** საბოლოო ანგარიშსწორებების შეფასება და შეთანხმება.

უნარები/მნიშვნელოვანი გამოცდილება:

** შეეძლოს რაოდენობებისა და მოცულობების გაანგარიშება ნახაზებიდან და/ან CAD/Revit მოდელებიდან
** კვალიფიციურად შეეძლოს მუშაობა Excel-ში
** განახორციელოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა ნახაზებიდან; გამოავლინოს ხარვეზები და/ან პრობლემები
** შეეძლოს კომპეტენტურად ხარჯთაღრიცხვის, დოკუმენტების შეჯერების საკითხებზე, სიტყვიერად და წერილობით პრეზენტაცია,
** შეეძლოს სუფთა ხარჯების სამუშაოების მიხედვით გაწერა, მათ შორის მასალების ფასების, შრომის სატარიფო განაკვეთების/დამატებითი შეღავათების განხილვა
** შეეძლოს დააგროვოს, შეაფასოს და დოკუმენტურად წარმოადგინოს ისტორიული ღირებულების მონაცემები მომავალი შეფასებების განსაზღვრის მიზნით (ეტალონური ანალიზი)
** შეეძლოს უზრუნველყოს კოორდინაცია და კავშირი პროექტის მენეჯერთან ხარჯთაღრიცხვის მომზადებისა და საპროექტო ჯგუფის შექმნის დროს
** სტრესის მართვის უნარი
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** პლუსად ჩაითვლება FIDIC, JCT ან NEC-თან მუშაობის გამოცდილება
** პლუსად ჩაითვლება გაზომვების პროგრამის და ისეთი ციფრული ინტრუმენტების ცოდნა როგორიცაა: Cost-X; AutoCAD და Revit.

საბაზისო კვალიფიკაციები:

** მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში
** ბაკალავრის ხარისხი ან სერტიფიკატი ფინანსებში/უწყისების შედგენასა და სამუშაოთა მოცულობის გაანგარიშებაში/ხარჯების კონტროლში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lmc.ge, ან გადადით ბმულზე: http://bit.ly/LMCCostM და შეავსეთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე