ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია "ნეოფარმი+" დაარსდა 2007 წელს, რათა მოეხდინა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ეს არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. "ნეოფარმი+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთოაქო ქსელის განვითარებას, რაც აისახება უცხოური, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაში, იმპორტის განხორციელების კუთხით.

შპს "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გარდაბანი
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი სწრაფი მომსახურების გაწევა;
** რეცეპტის გაცნობა/შესაბამისი ფარმაცევტული კონსულტირება;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** სანდოობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერითი);
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთოთოთ პოზიციის დასახელება - "ფარმაცევტი - გარდაბანი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 545 097

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე