კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, IT სპეციალისტი
მომწოდებელი: პრიმაქს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
ევროპული და ამერიკული სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების მწარმოებელი ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში - შპს "პრიმაქს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება;
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
** გაყიდვების გაზრდის მიზნით-აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა;
** ექიმებთან და კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
** პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა;
** სამედიცინო ბაზარზე კლინიკების მოთხოვნების მონიტორინგი და ბიზნეს გარემოს ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვა და მენეჯმენტი)
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ ანაზღაურება ზრდადია.
ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.

2. IT სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელურ ინფრასტრუქტურაში კომპლექსური ცვლილებების განხორციელება და მისი განვითარება/მხარდაჭერა;
** ქსელური აპარატურის კონფიგურაცია და მართვა;
** ორგანიზაციაში IT საკითხების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;
** კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის ფილიალებში ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის მხარდაჭერა;
** ფილიალში IT დაკავშირებულ პროექტებში დახმარება და მხარდაჭერა;
** ფილიალის ან ცალკეული დეპარტამენტის ტელეფონის, ვიდეოკამერის, ქსელის, მეილის და ა.შ. გამართვა;
** კომპიუტერული საშუალებების შესყიდვა, ინსტალაცია, გაშვება, ფუნქციების შემოწმება და მხარდაჭერა;
** კომპიუტერული საშუალებების შეკეთების ორგანიზება ან შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** ქსელის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა;
** პროტოკოლების ცოდნა;
** VPN ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ მოხდება გენერალური კონტრაქტის გაფორმება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2019 წლის 10 ივლისამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე