სისტემის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
ინოვაციების კომპანია "Qarva" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

"Qarva"-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია "SilkTV"-ის სახით.

კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში "Qarva"-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

"Qarva" აცხადებს ვაკანსიას სისტემის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კონკრეტული ამოცანისათვის სერვერის ან პერსონალური კომპიუტერის კონფიგურაციის შერჩევა (კონფიგურაციის შეცვლა), შემდგომში მისი ფუნქციონალური დატვირთვის მიხედვით
ოპერაციული სისტემის ინსტალაცია / რეინსტალაცია
** სერვერში დამატებითი მოდულების ამოღება ჩადგმა
** აპარატურული მოწყობილობების კონფიგურირება და driver/firmware-ს ინსტალირება, განახლება
** აუცილებელი განახლებებისა და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
** სტორიჯის ინსტალაცია/კონფიგურირება
** ოპერაციული სისტემისათვის ქსელის დაგეგმარება /ინსტალაცია
** ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა კონტროლი/არქივირება
** მონიტორინგის სისტემის დანერგვა და შემდგომში მისი განვითარება
** სისტემის პერიოდული აუდიტი
** აპარატურული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემის და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის სტრეს-ტესტის, წარმადობის ტესტის და სისტემის სტაბილურობის ტესტირებების დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების ანალიზი
** ჩართულობა ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში, შემდგომში მისი ტესტირებასა და წარმადობის გაზომვაში
** განახლებებისა და სისტემის კონფიგურაციის ცვლილებების დოკუმენტირება
** სისტემური ლოგების კონტროლი და ანალიზი
** დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების და შეფერხების უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული ცოდნა:

** ქსელის საფუძვლების ცოდნა
** ლინუქსის ბაზაზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება/ცოდნა

სასურველია:

** GitLab-თან მუშაობის გამოცდილება
** Docker-თან მუშაობის გამოცდილება.
** კონტეინერებთან და ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები/მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ოდიშელიძის 8
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით

ბენეფიტები:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კომფორტული, მეგობრული გარემო
** მხარდამჭერი გუნდი
** მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
** კარგი სადაზღვევო პაკეტი
** ყოველდღიური ლანჩი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@qarva.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე