საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, სვანეთი, ქარელის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი

ძირითადი მოვალეობები:

** გასული და შემოსული მასალების აღრიცხვის ზედამხედველობა და კონტროლი;
** საქონლის მიღება, გაცემა, დასაწყობება კლასიფიკაციის მიხედვით.
** მიღებული საქონლის შედარება (ინვოისი/ზედნადები), შედარების სისწორის შემდეგ აწვდის ინფორმაციას აღმრიცხველს.
** საქონლის გაცემა მოთხოვნა განაცხადის საფუძველზე;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** პასუხისმგებელია ნაშთებზე, ინვენტარზე, სასაწყობე მეურნეობის მოწესრიგებულ და გამართულ მუშაობაზე;
** მიღებულ საქონელზე კოდების/საინვენტარო ნომრების მინიჭება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საწყობის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია; სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა,
** 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 5 ივლისამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: c.vacancy@yahoo.com და სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე