სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში
მომწოდებელი: GFSIS
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი" აცხადებს შერჩევას პროფესიულ სასწავლო პროგრამაში - ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა - მონაწილეთა მისაღებად.

პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოება, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, კვლევის მეთოდები, ეკონომიკა, ევროპული ინტეგრაცია, პოსტსაბჭოთა სივრცე, ენერგოუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, ახლო აღმოსავლეთი, საერთაშორისო ფინანსები და თავდაცვის პოლიტიკა, სულ დაახლოებით 200 აკადემიური საათი. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები. სამუშაო ენა - ინგლისური და ქართული, მეცადინეობები გაიმართება საღამოს საათებში.

პროგრამა დაიწყება 2019 წლის ივლისის შუა რიცხვებში და დასრულდება 2020 წლის ივნისში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.

პროგრამაში შერჩევის კრიტერიუმები: უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, შესასწავლი სფეროების მიმართ ინტერესი.

შერჩევის პროცესი: პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ: 1) სამოტივაციო წერილი, 2) სარეკომენდაციო წერილი და 3) CV ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nationalsecurity@gfsis.org

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28 ივნისი, 2019 წ., 18:00 სთ.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქეთი ემუხვარს: 2 47 35 55 (სამსახური), kemukhvari@gfsis.org
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე