ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Smart Group
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანია შპს "Smart Group" 2014 წლიდან მუშაობს ჭკვიანი სახლის მიმართულებით. Smarter.ge წარმოადგენს პირველ ინოვაციურ ტექნიკის მაღაზიას საქართველოში. ჩვენი გუნდი, მუდმივად თვალს ადევნებს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას მსოფლიო ბაზარზე და მომხმარებლებს ვთავაზობთ უახლეს სმარტ მოწყობილობებს.

ჩვენი მიზანია გავამარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება, დავზგოთ მნიშვნელოვანი დრო, ელ.ენერგია და საშუალება მივცეთ მოსახლეობას, ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრების რიტმს და ტრენდებს.
ჩვენი მისიაა გავაადვილოთ წვდომა, მსოფლიოში წამყვან ინოვაციურ ტექნოლოგიებზე.

შემოგვირთდით "Smarter.ge"-ის გუნდს და გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე

ვეძებთ სმარტ, ენერგიულ, განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებულ ელექტრიკოსს!

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან ტექნიკური ენერგეტიკის სფეროში
** ელექტრო სფეროში მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება
** ელექტრო სქემის წაკითხვა
** რუსული და ინგლისური ენების (საკომუნიკაციო დონეზე) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია მოვალეობები:

** ელ. მოწყობილობების ტექნიკური მომსახურეობა, მოწყობილობების მონტაჟი და აწყობა
** ელექტრო მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ცალკეული სამონტაჟო სამუშაოებს დროული და ხარისხიანი შესრულება
** ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება არსებული ან მოსალოდნელი პრობლემის შესახებ

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smarter.ge, გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ის გადმოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "Smart Group"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, შესაძლოა განიხილოს სხვა პოზიციაზე.

Smarter.ge გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე