ტექნიკური ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ინჟინერი
მომწოდებელი: Smart Group
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანია შპს "Smart Group" 2014 წლიდან მუშაობს ჭკვიანი სახლის მიმართულებით. Smarter.ge წარმოადგენს პირველ ინოვაციურ ტექნიკის მაღაზიას საქართველოში. ჩვენი გუნდი, მუდმივად თვალს ადევნებს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას მსოფლიო ბაზარზე და მომხმარებლებს ვთავაზობთ უახლეს სმარტ მოწყობილობებს.

ჩვენი მიზანია გავამარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება, დავზგოთ მნიშვნელოვანი დრო, ელ.ენერგია და საშუალება მივცეთ მოსახლეობას, ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრების რიტმს და ტრენდებს.
ჩვენი მისიაა გავაადვილოთ წვდომა, მსოფლიოში წამყვან ინოვაციურ ტექნოლოგიებზე.

შემოგვირთდით "Smarter.ge"-ის გუნდს და გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელ. მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციპიკაციების შემუშავება
** ტექნიკური მომსახურეობის გაწევა, როგორც ადგილზე ასევე ობიექტებზე გასვლით
** საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა
** ცალკეული სამონტაჟო სამუშაოებს დროული და ხარისხიანი შესრულება
** ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება არსებული ან მოსალოდნელი პრობლემის შესახებ

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური / საინჟინრო მიმართულებით
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება ელექტრო პროექტირების ნაწილში
** საოფისე პროგრამების და AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ენები: რუსული და ინგლისური (საკომუნიკაციო დონე) სასურველია

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** შედეგზე ორიენტაცია
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამონტაჟო სამუშაოების მაღალ ხარისხზე შესრულება
** ენერგიულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ანაზღაურება შეთანხმებით
** ადგილმდებარეობა: თბილისი, შარტავას ქუჩა N18

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smarter.ge, გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ის გადმოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "Smart Group"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, შესაძლოა განიხილოს სხვა პოზიციაზე.

Smarter.ge გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე