HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეო-გლასს
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
კომპანია "ჯეოგლასი" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2009 წლიდან, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მინისა და ალუმინის წარმოება, რეალიზაცია, პროექტების დაგეგმვა და შესრულება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კადრების შერჩევის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება
** კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების დაგეგმვა-მონიტორინგი
** შვებულებების, ბიულეტინების, გაცდენების აღრიცხვა-მონიტორინგი
** კომპანიაში სხვადასხვა სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, პროცედურების შემუშავება
** თანამშრომლის მოტივაციაზე ზრუნვა
** თანამშრომლთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
** CRM სისტემაში HR მოდულთან მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** უცხო ენების ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრეატიული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@geoglass.ge, არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე