კატეგორიიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიიის მენეჯერი
მომწოდებელი: ლილოშოპი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
"LILOSHOP.GE" არის წარმატებული, მზარდი და სწრაფად განვითარებადი ონლაინ მაღაზია, რომელის ახალგაზრდული გუნდი იწვევს მიზანდასახულ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ანალიტიკური აზროვნების, აქტიურ და კომუნიკაბელურ წევრს კატეგორიიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, ლილო;
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00-დან -18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება + სხვადასხვა სახის ბენეფიტები.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კონკურენტული ანალიზი და საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** საიტზე განსათავსებელი პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა;
** შესაბამის კატეგორიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის ანალიზი და განახლება;
** პოტენციური მომწოდებლების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების წარმოება;
** პროდუქციის ფასების განსაზღვრა და საფასო პოლიტიკის კონტროლი;
** პროდუქციის საიტზე განთავსების სრულად უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი ციფრულ მარკეტინგის ან ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობის პრინციპების ცოდნა და ამ მიმართულებით გამოცდილება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპების ცოდნა და ამ მიმართულებით გამოცდილება;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე categorymanager@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 24 ივნისისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე