ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპედიტორი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ას და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის (ე.წ. "დასტავკა") პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ანაზღაურება: 550 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე