ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: შარდენ ვილა
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სასტუმრო "შარდენ ვილა" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ასაკი: 21-დან 40 წლამდე.
** სქესი: მდედრობითი/მამრობითი
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე;
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრების რეგისტრაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება.

გრაფიკი: ყოველ მომდევნო მესამე დღეს 24 სთ., დილის 10:00 სთ-დან მომდევნო დილის 10:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 750 ლარი ფიქსირებული.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@shardenvilla.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე