ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ბიზნეს სახლი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "თბილისის ბიზნეს სახლი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია -მოვალეობები:

** პერსონალის შერჩევის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** პერსონალთან შრომითი ურთიერთობების გაფორმება;
** საკადრო ბრძანებების/დოკუმენტაციის მომზადება (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, სამუშაო აღწერილობა);
** შეფასების და საბონუსე სისტემების დანერგვა-განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;
** დასაქმების ფორუმებზე მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ​საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200 ₾

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: n.tsatsiashvili@tbh.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე