ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი.

ადგილმდებარეობა: ქარელი, კასპი, ხაშური (სასურველია აპლიკანტი ცხოვრობდეს მოცემულ ქალაქებში)

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი მეტყველების თერაპევტი ან ოკუპაციური თერაპევტი
** ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება
** ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება
** შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით
** ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება
** ბავშვის პირადი საქმის წარმოება
** საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება
** ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში
** ბავშვის უფლებების ადვოკატირება
** სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან
** ადრეული განვითარების სპეციალისტები მუშაობისას იხელმძღვანელებენ ორგანიზაციაში არსებული მეთოდოლოგიით.

მოთხოვნები:

** ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება
** ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა
** მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება
** ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** პროფესიული განვითარების სურვილი
** მიღწევის მაღალი მოტივაცია
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის პრინციპი
** ​ლიდერული უნარ-ჩვევები
** დროის კარგი მენეჯმენტი
** სასურველია ადრეული განვითარების სპეციალისტის სერთიფიკატი
** სასურველია ქცევის გამოყენებით ანალიზის (ABA) სერთიფიკატი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: societybiliki@gmail.com; გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე