ვარდნია უროებით მტვიფრავის მოსწავლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვარდნია უროებით მტვიფრავის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" ვარდნია უროებით მტვიფრავის პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით აცხადებს მიღებას მოსწავლედ.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება მოსწავდედ ყოფნის პერიოდში: 486 ლარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ს წარმოების დეპარტამენტში "ვარდნია უროებით მტვიფრავის" პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება:

** მარტივი დეტალების ტვიფრვა, დაკალიბრება, ღუნვა, გამოჭიმვა და სწორება ვარდნია უროებზე სხვადასხვანაირი ფურცლოვანი მასალისაგან, რომელიც ექვემდებარება ტვიფრვას: დიურალუმინის შენანობებისგან, ფოლადებისგან, მაგნიუმის, ტიტანის და სხვა სპეციალური შენადნობებისაგან;
** ვარდნია უროებზე ტვიფრების დაყენება და მოხსნა;
** დამზღვევი გვარლების დამაგრება;
** პუანსონის ზედაპირის ტყვიით ნიველირება;
** ვარდნია უროების რეგულირება;
** პუანსონების გაწმენდა;
** ტვიფრების გაწმენდა და შეზეთვა.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო
გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე