ზეინკალ-შემკეთებლის მოსწავლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზეინკალ-შემკეთებლის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" ზეინკალ-შემკეთებლის პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით აცხადებს მიღებას მოსწავლედ.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება მოსწავდედ ყოფნის პერიოდში: 486 ლარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ს წარმოების დეპარტამენტში "ზეინკალ-შემკეთებლის" პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება:

** მარტივი კვანძების და მოწყობილობების მექანიზმების, აგრეგატების და მანქანების დაშლა, რემონტი, აწყობა და გამოცდა;
** მარტივი მოწყობილობების, აგრაგატების და მანქანების შეკეთება, აგრეთვე საშუალო სირთულის სამუშაოების შესრულება შედარებით მაღალი კლასის ზეინკალ-შემკეთებლის ხელმძღვანელობით;
** დეტალის საზეინკლო დამუშავება 12-14 ქვალიტეტით;
** გარეცხვა, გაწმენდა, დეტალების შეზეთვა და ჭარბნასხამის მოხსნა;
** სამუშაოების შესრულება პნევმატური და ელექტრო ინსტრუმენტების გამოყენებით საბურღ ჩარხებზე;
** დეტალის შაბვრა მექანიზირებული ინსტრუმენტის გამოყენებით;
** მარტივი სამარჯვის დამზადება რემონტისა და აწყობისათვის.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო
გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე