პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორის მოსწავლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორის პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით აცხადებს მიღებას მოსწავლედ.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება მოსწავდედ ყოფნის პერიოდში: 486 ლარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ს წარმოების დეპარტამენტში "პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორის" პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება:

** მარტივი კონსტრუქციის დეტალის მე-12 და მე-14 კვალიტეტით დამუშავება;
** ** პროგრამის შეყვანა პროგრამული ჩარხის მართვის პულტიდან, დაყენება და დეტალის მოხსნა დამუშავების შემდეგ;
ჩარხზე მეთვალყურეობა, ციფრული ტაბლოსა და სასიგნალო ნათურების სიგნალების მიხედვით;
** დეტალის დამუშავების ხარისხის შემოწმება საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტების საშუალებით და ვიზუალურად;
** ცალკეული, უბრალო და საშუალო სირთულის, დეტალების გადაწყობა უფრო მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორის ზედამხედველობით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო
გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე