ელექტრომოწყობილობების მემონტაჟის მოსწავლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრომოწყობილობების მემონტაჟის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" ელექტრომოწყობილობების მემონტაჟის პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით აცხადებს მიღებას მოსწავლედ.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება მოსწავდედ ყოფნის პერიოდში: 486 ლარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ს წარმოების დეპარტამენტში ელექტრომოწყობილობების მემონტაჟის პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება:

** არართული ელ.მოწყობილობის მონტაჟი და დემონტაჟი;
** მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება კაბელებისა და ძალური გამტარების დამზადებისას: ელექტრო ჩალიჩების ნამზადის გაკეთება, მარკირება, ხუფების დაყენება, დაბოლოების გაწმენდა, იზოლირება, გარეცხვა, დაბოლოებზე ბუნიკების დაყენება და ა.შ.
** ყველა ტიპის ელექტრო გამტარების კვეთის განსაზღვრა და გაზომვა;
** ელექტროაგრეგატებზე გასართების შეერთება და მათი შეხება და პლომბირება;
** თერმომდგრადი გამტარებისგან დამზადებული ჩალიჩებბის გაყვანა და დამაგრება;
** აკუმულატორების დაყენება და დამაგრება ადვილად მისადგომ ადგილებში მონტაჟისთვის;
** მაღალი კვალიფიკაციის ელ.მემნტაჟესთან ერთად მონაწილეობის მიღება ფიდელური სქემების გასინჯვაზე და გამტარების იზოლაციის წინაღობის განსაზღვრაზე.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო
გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე