პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მარტივი კონსტრუქციის დეტალის მე-12 და მე-14 კვალიტეტით დამუშავება;
** პროგრამის შეყვანა პროგრამული ჩარხის მართვის პულტიდან, დაყენება და დეტალის მოხსნა დამუშავების შემდეგ;
** ჩარხზე მეთვალყურეობა, ციფრული ტაბლოსა და სასიგნალო ნათურების სიგნალების მიხედვით;
** დეტალის დამუშავების ხარისხის შემოწმება საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტების საშუალებით და ვიზუალურად;
** ცალკეული, უბრალო და საშუალო სირთულის, დეტალების გადაწყობა უფრო მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორის ზედამხედველობით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** პროგრამული მართვის ჩარხის მუშაობის პრინციპი და მართვის წესი იმ ჩარხის, რომელსაც ემსახურება;
** დასახელება, დანიშნულება, აღნაგობა და გამოყენების პირობა მეტნაკლებად გავრცელებული სამარჯვების, მჭრელი და საზომ-საკონტროლო ინსტრიმენტის;
** დასახელება, მარკირება, ძირითადი მექანიკური თვისებები დასამუშავებელი მასალის;
** ​ჰიდრავლიკის, მექანიკის და ელექტროტექნიკის საფუძვლები შესასრულებელი სამუშაოს ფარგლებში;
** პირობითი სიგნალიზაცია, რომელიც გამოიყენება სამუშაო ადგილზე;
** პანელზე მოცემული პირობითი ნიშნების მნიშვნელობის ცოდნა;
** პროგრამის მატარებლის პირველ კადრთან დაბრუნების მეთოდები;
** ჩასმების და დაშვებების სისტემის ცოდნა;
** ​კვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები;
** საპოხ გამაცივებელი სითხის დანიშნულება და თვისებები;
** დასამუშავებელი დეტალების ნახაზების კითხვის წესი.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე