მეჰერმეტიზატორე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეჰერმეტიზატორე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მეჰერმეტიზატორეს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** უბრალო კონსტრუქციის აგრეგატების შედუღების და მოქლონური ნაკერის ზედაპირების ჰერმეტიზაცია თხევადი ან პასტისმაგვარი ჰერმეტიკით შპატელით, ფუნჯით ან ჟგუტისებურად წასმის მეთოდით;
** სპეციალურ დანადგარზე ჰერმეტიზირებისათვის ზედაპირის მომზადება ჭავლის ენერგიის, სარეცხი ხსნარის ორთქლის გამოყენებით ან ხელით;
** გამოცდის შემდეგ ნაკეთობის გარეცხვა.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** ​ზედაპირების ჰერმეტიზირების ტექნოლოგია;
** ​ჰერმეტიზირებისათვის ზედაპირის მოსამზადებლად სტენდის მომსახურების წესები;
** გამოყენებული ჰერმეტიკების სახეები, მათი დატანის ხერხები;
** დაყოვნების რეჟიმები;
** განცხიმოვნების სითხეების და გამხსნელების სახეები, მათი გამოყენების მეთოდები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მეჰერმეტიზატორე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე